კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,03 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,52 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,52 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეგამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,03 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,97 პროცენტი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 820 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 017 პაციენტი, 82 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 14 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 277 პაციენტი, გარდაიცვალა 81.