კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,03 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,52 პროცენტს შეადგენს

10:50, 15.11.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,52 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეგამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,03 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,97 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 820 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 017 პაციენტი, 82 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 14 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 277 პაციენტი, გარდაიცვალა 81.

მსგავსი