კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,89 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,05 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,05 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,89 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –9,63 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 4 446 პირს დაუდასტურდა, 5 320 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 77 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 17 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 732 შემთხვევა გამოვლინდა, 4 812 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 72 გარდაიცვალა.