კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,89 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,05 პროცენტს შეადგენს

10:47, 18.11.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,05 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,89 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –9,63 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 4 446 პირს დაუდასტურდა, 5 320 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 77 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 17 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 732 შემთხვევა გამოვლინდა, 4 812 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 72 გარდაიცვალა.

მსგავსი