კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,69 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,65 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,65 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,69 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,91 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 4 459 პირს დაუდასტურდა, 3 957 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 65 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 30 ნოემბერს საქართველოში კორონავრუსის 5 050 შემთხვევა გამოვლინდა, 4 214 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 80 კი გარდაიცვალა.