კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,69 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,65 პროცენტს შეადგენს

11:20, 01.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,65 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,69 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –  8,91 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 4 459 პირს დაუდასტურდა, 3 957 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 65 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 30 ნოემბერს საქართველოში კორონავრუსის 5 050 შემთხვევა გამოვლინდა, 4 214 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 80 კი გარდაიცვალა.

მსგავსი