კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,37 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,53 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,53 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,37 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,78 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 3 731 პირს დაუდასტურდა, 4 295 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 72კი გარდაიცვალა.
გუშინ, პირველ დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 459 შემთხვევა გამოვლინდა, 3 957 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 65 კი გარდაიცვალა.