კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,37 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,53 პროცენტს შეადგენს

10:51, 02.12.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,53 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,37 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,78 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 3 731 პირს დაუდასტურდა, 4 295 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 72კი გარდაიცვალა.

გუშინ, პირველ დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 459 შემთხვევა გამოვლინდა, 3 957 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 65 კი გარდაიცვალა.

მსგავსი