კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,47 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,2 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,2 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,47 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,31 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 2 039 პირს დაუდასტურდა, 2 192 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 56 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 16 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 838 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.