კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,47 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,2 პროცენტს შეადგენს

10:50, 17.09.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,2 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,47 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,31 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 2 039 პირს დაუდასტურდა, 2 192 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 56 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 16 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 838 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.

მსგავსი