კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,27 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 5,77 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,77 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,27 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,5 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 943 პირს დაუდასტურდა, 2 789 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 37 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 2 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 796 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 291 პაციენტი, 45 კი გარდაიცვალა.