კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,27 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 5,77 პროცენტს შეადგენს

10:48, 03.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,77 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,27 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,5 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 943 პირს დაუდასტურდა, 2 789 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 37 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 2 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 796 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 291 პაციენტი, 45 კი გარდაიცვალა.

მსგავსი