კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,92 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 5,67 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,67 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,92 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,49 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 796 პირს დაუდასტურდა, 3 291 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 45 კი გარდაიცვალა.
გუშინ, პირველ იანვარს საქართველოში კორონავირუსის 2 103 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 553 პაციენტი, 60 კი გარდაიცვალა.