კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,92 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 5,67 პროცენტს შეადგენს

11:17, 02.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,67 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,92 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,49 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 796 პირს დაუდასტურდა, 3 291 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 45 კი გარდაიცვალა.

გუშინ, პირველ იანვარს საქართველოში კორონავირუსის 2 103 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 553 პაციენტი, 60 კი გარდაიცვალა.

მსგავსი