კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,44 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 6,04 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,04 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,44 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,49 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 956 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი.
გუშინ, 24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 189 პაციენტი, გარდაიცვალა 38 პაციენტი.