კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,44 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 6,04 პროცენტს შეადგენს

10:47, 26.09.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,04 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,44 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,49 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 956 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი.

გუშინ, 24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 189 პაციენტი, გარდაიცვალა 38 პაციენტი.

მსგავსი