კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 41,58 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 33,03 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 33,03 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 41,58 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 31,92 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 4 028 პირს დაუდასტურდა, 22 517 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 21 კი გარდაიცვალა.
ამასთან, გუშინ, 13 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 21 623 პაციენტი, გარდაიცვალა 40.