კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 41,58 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 33,03 პროცენტს შეადგენს

10:51, 14.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 33,03 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 41,58 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 31,92 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 4 028 პირს დაუდასტურდა, 22 517 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 21 კი გარდაიცვალა.

ამასთან, გუშინ, 13 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 21 623 პაციენტი, გარდაიცვალა 40.

მსგავსი