კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 33,84 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 32,85 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 32,85 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 33,84 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 31,66 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 15 712 პირს დაუდასტურდა, 21 623 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 40 კი გარდაიცვალა.
ამასთან, გუშინ, 12 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 20 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 48 468 პაციენტი, გარდაიცვალა 57.