კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 33,84 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 32,85 პროცენტს შეადგენს

10:55, 13.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 32,85 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 33,84 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 31,66 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 15 712 პირს დაუდასტურდა, 21 623 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 40 კი გარდაიცვალა.

ამასთან, გუშინ, 12 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 20 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 48 468 პაციენტი, გარდაიცვალა 57.

მსგავსი