კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 33,14 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 30,99 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 30,99 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 33,14 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 27,37 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 11 235 პირს დაუდასტურდა, 17 130 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 6 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 19 098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 531 პაციენტი გარდაიცვალა 38.