კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 33,14 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 30,99 პროცენტს შეადგენს

10:48, 07.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 30,99 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 33,14 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 27,37 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 11 235 პირს დაუდასტურდა, 17 130 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 6 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 19 098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 531 პაციენტი გარდაიცვალა 38.

მსგავსი