კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 31,09 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 26,3 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 26,38 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 31,09 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 23,4 პროცენტი.
დღეს „კოვიდ-19“ 26 320 პირს დაუდასტურდა, 9 555 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 44 კი გარდაიცვალა.
გუშინ, პირველ თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 24 201 შემთხვევა გამოვლინდა, 10 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა.