კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 31,09 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 26,3 პროცენტს შეადგენს

10:50, 02.02.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 26,38 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 31,09 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 23,4 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 26 320 პირს დაუდასტურდა, 9 555 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 44 კი გარდაიცვალა.

გუშინ, პირველ თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 24 201 შემთხვევა გამოვლინდა, 10 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა.

მსგავსი