კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11,47 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,57 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,57 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 11,47 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,76 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 953 პირს დაუდასტურდა, 1 085 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 9 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 3 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 777 პაციენტი, გარდაიცვალა 31.