კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11,47 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,57 პროცენტს შეადგენს

10:53, 10.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,57 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 11,47 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,76 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 953 პირს დაუდასტურდა, 1 085 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 9 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 3 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 777 პაციენტი, გარდაიცვალა 31.

მსგავსი