კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11,3 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,17 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,17 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 11,3 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,45 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 842 პირს დაუდასტურდა, 777 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 8 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 2 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 126 პაციენტი, გარდაიცვალა 28.