კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11,3 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 9,17 პროცენტს შეადგენს

11:05, 09.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,17 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 11,3 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,45 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 842 პირს დაუდასტურდა, 777 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 8 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 2 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 126 პაციენტი, გარდაიცვალა 28.

მსგავსი