კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11.06 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 10,45 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,45 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 11.06 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9.58 პროცენტი.
დღეს საქართველოში კორონავირუსი 4 104 პირს დაუდასტურდა, 4 627 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 67 პაციენტი.
ამასთან, 6 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 235 პაციენტი, გარდაიცვალა 68.