კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11.06 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 10,45 პროცენტს შეადგენს

11:01, 07.11.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,45 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 11.06 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9.58 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსი 4 104 პირს დაუდასტურდა, 4 627 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 67 პაციენტი.

ამასთან, 6 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 235 პაციენტი, გარდაიცვალა 68.

მსგავსი