კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,2 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 10,41 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,41 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,2 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,64 პროცენტი.
დღეს საქართველოში კორონავირუსი 2 191 პირს დაუდასტურდა, 4 348 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი.
ამასთან, 7 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 627 პაციენტი, გარდაიცვალა 67.