კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,2 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 10,41 პროცენტს შეადგენს

10:52, 08.11.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,41 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,2 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,64 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსი 2 191 პირს დაუდასტურდა, 4 348 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი.

ამასთან, 7 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 627 პაციენტი, გარდაიცვალა 67.

მსგავსი