კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 7,89 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,33 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,33 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,89 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,27 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 210 პირს დაუდასტურდა, 5 587 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი, გარდაიცვალა.
გუშინ, 4 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 684 შემთხვევა გამოვლინდა, 2 695 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 83 კი გარდაიცვალა.