კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 7,89 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,33 პროცენტს შეადგენს

11:02, 05.09.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,33 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,89 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,27 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 210 პირს დაუდასტურდა, 5 587 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი, გარდაიცვალა.

გუშინ, 4 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 684 შემთხვევა გამოვლინდა, 2 695 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 83 კი გარდაიცვალა.

მსგავსი