კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 7,67 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,63 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,63 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეგამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,67 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,77 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 1 965 პირს, გამოჯანმრთელდა 3 996, ხოლო გარდაიცვალა 50 ადამიანი.
გუშინ, 5 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 210 შემთხვევა გამოვლინდა, 5 587 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.