კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 7,67 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 7,63 პროცენტს შეადგენს

10:48, 07.09.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,63 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეგამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,67 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,77 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 1 965 პირს, გამოჯანმრთელდა 3 996, ხოლო გარდაიცვალა 50 ადამიანი.

გუშინ, 5 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 210 შემთხვევა გამოვლინდა, 5 587 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.

მსგავსი