კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 7,21 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 6,65 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,65 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,21 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,06 პროცენტი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 243 პაციენტი.
გუშინ, 20 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 662 შემთხვევა გამოვლინდა, 3 534 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.