კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 7,21 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 6,65 პროცენტს შეადგენს

11:00, 21.09.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,65 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,21 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,06 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 243 პაციენტი.

გუშინ, 20 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 662 შემთხვევა გამოვლინდა, 3 534 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.

მსგავსი