კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 6,94 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,19 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,19 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეგამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,94 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,15 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 120 პირს დაუდასტურდა, 4 905 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 61 კი, გარდაიცვალა.
გუშინ, 5 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 210 შემთხვევა გამოვლინდა, 5 587 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.