კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 6,94 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 8,19 პროცენტს შეადგენს

10:51, 06.09.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,19 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეგამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,94 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,15 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 120 პირს დაუდასტურდა, 4 905 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 61 კი, გარდაიცვალა.

გუშინ, 5 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 210 შემთხვევა გამოვლინდა, 5 587 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.

მსგავსი