კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 24,95 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 23,24 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 23,24 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 24,95 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 20,01 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 17 265 პირს დაუდასტურდა, 5 947 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 29 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 400 პაციენტი, გარდაიცვალა 41.