კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 24,95 პროცენტს, ბოლო შვიდი დღის კი 23,24 პროცენტს შეადგენს

10:55, 30.01.2022

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 23,24 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 24,95 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 20,01 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 17 265 პირს დაუდასტურდა, 5 947 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.

გუშინ, 29 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 400 პაციენტი, გარდაიცვალა 41.

მსგავსი