კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 208 თბილისში, 50 აჭარაში, 33 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 208 თბილისში, 50 აჭარაში, 33 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 598 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 503 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 388 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 337 961-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.99%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.19%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 357 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 319 956-მდე.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 208 შემთხვევა, აჭარა – 50, იმერეთი – 24, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 12, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 33, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 340, საიდანაც: 4 161 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 268, აჭარაში – 461, იმერეთში – 537.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში – 414, აჭარაში – 110, იმერეთში -161. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 პირი, მათგან თბილისში – 154, აჭარაში – 12, იმერეთში – 16. 667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 – თბილისში, 270- აჭარაში. 8 512 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 57, ხოლო აჭარაში – 33. სულ 6 ოქტომბრიდან – 23 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 758 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 404 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 343 პირი, აჭარაში – 1 786, იმერეთში – 1 586“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.