კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 120 თბილისში, 45 იმერეთში, 20 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 120 თბილისში, 45 იმერეთში, 20 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 120 თბილისში, 45 იმერეთში, 20 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 862 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 933 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 929 „პისიარ“ ტესტით. ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 266 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 652 235-ს შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.71% ხოლო შვიდი დღის მანძილზე – 1.43%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 348 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 632 194.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 781 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 266 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 45, ქვემო ქართლი -20, შიდა ქართლი – 18, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 15, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი -11, სამცხე-ჯავახეთი – ორი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ორი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 234 საიდანაც, 378 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 214, აჭარაში – 21, იმერეთში – 74.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 86 პირი, მათ შორის, თბილისში – 54, აჭარაში – 14, იმერეთში – 8. 2 856 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.