კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 3 548, იმერეთში - 1 438, კახეთში - 664
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 3 548, იმერეთში - 1 438, კახეთში - 664

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 8 455 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 3 548 შემთხვევა, იმერეთში – 1 438, კახეთში – 664, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 982 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 8 455 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 584 454-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.9%, ბოლო 14 დღის – 29.17%, ხოლო შვიდი დღის – 26.71%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 206 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 447 969-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 022 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 455 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 548 შემთხვევა, აჭარა – 624, იმერეთი – 1 438, ქვემო ქართლი – 363, შიდა ქართლი – 520, გურია – 358, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 546, კახეთი – 664, მცხეთა-მთიანეთი – 174, სამცხე-ჯავახეთი – 144, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 76.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 120 437, საიდანაც: 5 096 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 220, აჭარაში – 566, იმერეთში – 894. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 125 პირი, მათ შორის, თბილისში – 465, აჭარაში – 133, იმერეთში – 326. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 35, იმერეთში – 31. 781 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 535 – თბილისში, 121 – აჭარაში. 114 560 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია შვიდი ადამიანი, მათ შორის, თბილისში – შვიდი, ხოლო აჭარაში – 0“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.