დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი ევროპის ყველაზე სუფთა დედაქალაქად დასახელდა. კვლევას გარემოს დამცველი ორგანიზაცია Greenpeace-ის გერმანიის ოფისი ავრცელებს.
მკვლევარებმა 13 ევროპული დედაქალაქი სხვადასხვა კრიტერიუმით შეისწავლეს , მათ შორის არის ჰაერის ხარისხი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ველოსიპედის ინფრასტრუქტურა.
კოპენჰაგენის შემდეგ პირველ ხუთეულში შედიან ამსტერდამი, ოსლო, ციურიხი და ვენა. ამ ქალაქებში არის ყველაზე სუფთა და უსაფრთხო სატრანსპორტო სისტემა მთელ ევროპაში, ფართოდ გამოიყენება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არის მკაფიოდ განსაზღვრული საველოსიპედე და საფეხმავლო ბილიკები, ჰაერის სისუფთავის დონე კი აქ საშუალოზე მაღალია.
ევროპულ დედაქალაქებს შორის ყველაზე ცუდი სატრანსპორტო სიტუაცია რომშია, სადაც მგზავრობის 65% კერძო ტრანსპორტით ხორციელდება.
„უსაფრთხო გზები და სუფთა ჰაერი ურთიერთდაკავშირებულია. ეს კვლევა აჩვენებს, რომ თუ თქვენ აუმჯობესებთ ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას, მოქალაქეები სუფთა ჰაერს სუნთქვავენ, ამ ქალაქების გზები კი უსაფრთხოა“, -აცხადებს კამპანია Greenpeace Clean Air-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
კვლევის თანახმად, რომში ველოსიპედით 10 ათას მგზავრობაზე 110 ავარია მოდის, ყოველ 10 ათას ფეხით გასეირნებაზე კი -133 .