კონგრესმენი დონ ბეიკონი - მხარს ვუჭერ საქართველოსთან უფრო მჭიდრო კავშირსა და სუვერენიტეტის უკეთესად დასაცავად მათთვის დახმარების გაწევას
კონგრესმენი დონ ბეიკონი - მხარს ვუჭერ საქართველოსთან უფრო მჭიდრო კავშირსა და სუვერენიტეტის უკეთესად დასაცავად მათთვის დახმარების გაწევას

ამერიკელი კონგრესმენი დონ ბეიკონი აშშ-ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს შეხვდა.

დავით ბაქრაძესთან შეხვედრას კონგრესმენი სოციალურ ქსელს „ტვიტერში“ ეხმაურება.

„მე შევხვდი საქართველოს ელჩ დავით ბაქრაძეს, რათა განგვეხილა ჩვენი საერთო ფასეულობები და გამოწვევები, რომელსაც ორივე ერი აწყდება, რუსეთის მიერ ტერიტორიების უკანონოდ ოკუპაციით და მუდმივი მუქარებით. მხარს ვუჭერ საქართველოსთან უფრო მჭიდრო კავშირსა და სუვერენიტეტის უკეთესად დასაცავად მათთვის დახმარების გაწევას“,- წერს ბეიკონი.