სალომე სამადაშვილი - ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესები იმსახურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კონსტიტუციური ბერკეტი
სალომე სამადაშვილი - ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესები იმსახურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კონსტიტუციური ბერკეტი

მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესები იმსახურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კონსტიტუციური ბერკეტი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, უცნაურია, თუკი სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ დავით ბაქრაძე არ არის კომპეტენტური გაერო-ს ელჩად, მაშინ რატომ მოაწერა ხელი მის დანიშვნას.

„მის ადგილას თავს შევიკავებდი ელჩის დანიშვნაზე ხელმოწერისგან. მან განმარტა საკუთარი მოტივაცია ამისთვის, არ ვიცი შეიძლება, ეს საზოგადოებისთვის მისაღებია, შეიძლება არ არის მისაღები. მე შემიძლია, ჩემი აზრი გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური დავალებების კარგად შემსრულებელ დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწე ადამიანებს აჯილდოვებს შესაბამისი პოსტებით მომავალში. ეს არის დავით ბაქრაძის შემთხვევაც. სალომე ზურაბიშვილის მოტივაცია მან თავად განმარტა, თუ კონსტიტუციური შევიწროება მისი საკმარისი აღმოჩნდა, რომ აღარ აქვს სურვილი, მომავალში წინააღმდეგობა გაუწიოს აღმასრულებელ შტოს, ეს მისი არჩევანია. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესები იმსახურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კონსტიტუციური ბერკეტი ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, მათ შორის ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების ნაწილში. განსაკუთრებით აღვნიშნავ მედიის თავისუფლების ნაწილს, სადაც ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ გამოიწვია სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გაჩნდა ძალიან დიდი პრობლემა ამ ქვეყანაში. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ, თავისუფალი მედიის პრობლემა, რომ მივაღწიოთ პროგრესს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა: „დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა ან რაღაცის შემეშინდა, არამედ იმიტომ, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს თავისი წარმომადგენელი ჰყოლოდა.