კონგრესმენი დონ ბეიკონი – მხარს ვუჭერ საქართველოსთან უფრო მჭიდრო კავშირსა და სუვერენიტეტის უკეთესად დასაცავად მათთვის დახმარების გაწევას
ამერიკელი კონგრესმენი დონ ბეიკონი აშშ-ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს შეხვდა.
დავით ბაქრაძესთან შეხვედრას კონგრესმენი სოციალურ ქსელს „ტვიტერში“ ეხმაურება.
„მე შევხვდი საქართველოს ელჩ დავით ბაქრაძეს, რათა განგვეხილა ჩვენი საერთო ფასეულობები და გამოწვევები, რომელსაც ორივე ერი აწყდება, რუსეთის მიერ ტერიტორიების უკანონოდ ოკუპაციით და მუდმივი მუქარებით. მხარს ვუჭერ საქართველოსთან უფრო მჭიდრო კავშირსა და სუვერენიტეტის უკეთესად დასაცავად მათთვის დახმარების გაწევას“,- წერს ბეიკონი.
I met with Georgia Ambassador @BakradzeDavid to discuss our shared values and the challenges that both our nations face with Russia illegally occupying its territory & their constant threats. I support closer ties with Georgia and helping them to better defend our sovereignty. pic.twitter.com/T2WUwq00JK
— Rep. Don Bacon (@RepDonBacon) June 24, 2020