კონგოში ებოლას ციებ-ცხელებას 200 ადამიანი ემსხვერპლა
კონგოში ებოლას ციებ-ცხელებას 200 ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ციებ-ცხელებას 200 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საშიში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 326-ს მიაღწია.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ჩრდილოეთ კივუს პროვინციასა და იტურის რეგიონში

„არც ერთი სხვა ეპიდემია არ იყო ისეთი რთული, როგორც ებოლა, რომელსაც დღეს ვებრძვით“, – განაცხადა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა.

ებოლას პირველი ეპიდემია ქვეყანაში 1976 წელს დაფიქსირდა. ვირუსი აფრიკის კონტინენტზე ხელახლა 2015 წელს გავრცელდა. ამ უკანასკნელი ეპიდემიის დროს ებოლას 11 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.